სტაჟიორი - საოპერაციო ბანკინგისა და პროცესების მართვის განყოფილება
Indexed description
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულებების მონაცემების დამუშავებაზე, შედეგების მონიტორინგსა და პროგნოზირებაზე ზრუნავს. მონაწილეობას მიიღებ რეპორტების მომზადებაში და აქტიურად ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტებისა და ბიზნესის მიმართულებებთან, რათა შესაბამის მხარეებს დროულად მიაწოდო ზუსტი ინფორმაცია და ხელი შეუწყო ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- მოამზადებ და განაახლებ საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულების რეპორტებს;
- დაამუშავებ და გააერთიანებ სხვადასხვა გუნდისგან მიღებულ მონაცემებს;
- გადაამოწმებ ინფორმაციის სიზუსტეს და გამოავლენ არასრულ ან შეუსაბამო მონაცემებს;
- ჩაერთვები სახელფასო, სადაზღვევო და სხვა პროდუქტების გეგმა-ფაქტის შედეგების მონიტორინგში;
- მონაწილეობას მიიღებ პროდუქტების პროგნოზებისა და ფაიფლაინების განახლებაში;
- მოამზადებ ინფორმაციას პრეზენტაციებისა და მენეჯერული მასალებისთვის;
- ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტების, რეპორტინგისა და ბიზნესის გუნდებთან და დაეხმარები მათ ინფორმაციის გაზიარებაში.
- გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ინტერესდები მონაცემების დამუშავებით;
- ხარ ორგანიზებული, ყურადღებიანი და შეგიძლია რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულება;
- ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე, ამასთანავე იღებ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდის;
- გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint);
- სასურველია Power BI საწყის დონეზე ცოდნა;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search