მონაცემთა მეცნიერი
Indexed description
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
თიბისის ბანკის AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც ბანკში არსებული მონაცემებისგან სტატისტიკური მოდელებისა და მანქანური დასწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ქმნის ბიზნეს ამოცანების მრავალფეროვან ანალიტიკურ გადაწყვეტებს.
შენ, როგორც მონაცემთა მეცნიერი:
- იმუშავებ მონაცემთა მეცნიერების, სხვადასხვა მრავალფეროვანი ტიპის ამოცანაზე;
- ჩაერთვები მოდელების შემუშავებიდან დანერგვამდე ე.წ. end-to-end პროცესებში;
- განახორციელებ საკუთარ ინიციატივებს პროექტის ფარგლებსა თუ მის გარეთ;
- დააინიცირებ ახალ და ინოვაციურ პროექტებს ან/და თავად ჩაერთვები მსგავს პროექტებში.
- გინდა იმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, სადაც შენი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოვლინდება;
- არ გეშინია გამოწვევების;
- გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია;
- გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული;
- ხარ გუნდური მოთამაშე, და გაქვს უნარი იფიქრო საერთო სარგებელზე.
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერების სფეროში;
- სტატისტიკისა და ალბათობის ძლიერი ცოდნა;
- კლასიკური მანქანური სწავლების ალგორითმების პრაქტიკული გამოცდილება (რეგრესია, კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია);
- გამოცდილება მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტებთან;
- Deep Learning ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება NLP და Computer Vision პროექტებში;
- AI აგენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search