მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის ფინანსური განყოფილება
Indexed description
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
კორპორატიული ბიზნესის სტრატეგიული ფინანსების მართვის დეპარტამენტი, კონკრეტულად, კორპორატიული ბიზნესის ფინანსური განყოფილება აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა
კორპორატიული ბიზნესის მიმართულებით ბიუჯეტის მომზადება, ფინანსური მართვის დაგეგმვა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი
- CB მიმართულების ბიუჯეტის მომზადება კლიენტების შესაბამისი სეგმენტაციისა და პროდუქტების ჭრილში.
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
- ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება
- გუნდების მიხედვით შედეგების დათვლა და ანალიზი. ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი
- ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი.
- ბანკის ფინანსურ დეპარტამენტთან და კორპორატიული ბიზნესის გუნდთან ერთად სასესხო პროდუქტებზე საფასო პოლიტიკის შემუშავება, თითოეული სეგმენტისთვის ფასების დადგენა ვალუტების ჭრილში და შემდგომი მონიტორინგი.
- შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური მენეჯერული რეპორტების მომზადება სეგმენტებისა და პრუქტების ჭრილში
- საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის რეპორტებისა და კორპორატიული საბანკო ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
- განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა;
- რეპორტინგის სისტემების/პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, განვითარება, დახვეწა, გამართვა და ბიზნესის საჭიროებებთან და საერთაშორისო best practice-ებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- მონაცემთა ხელმისაწვდომობის და გამართულობის უზრუნველყოფა, რეპორტების ავტომატიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების და/ან სხვა ფინანსურ სფეროში;
- საბანკო პროდუქტების, სერვისების, პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
- Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.
- სასურველია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის BI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფეტური კომუნიკაციის უნარები;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
- გუნდის მართვის და გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამბედაობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პრეზენტაციების ჩატარების უნარ-ჩვევები;
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search