უმცროსი განვადებების მენეჯერი - ახალციხე
Indexed description
„საქართველოს ბანკის“საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას უმცროსი განვადებების მენეჯერის პოზიციაზე ახალციხეში
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
- გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
- გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
- ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
- ინფორმაცია მიაწოდო საქართველოს ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს განვადების პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ; შესთავაზო მათ განვადებით სარგებლობა და მონაწილეობა მიიღო თანმხლები პროცედურის განხორციელებაში;
- დააიდენტიფიცირო მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები და ჩაერთო მათი დროული აღმოფხვრის პროცესში;
- აწარმოო ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან;
- განვითარდე ბანკის შიგნით შენი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 2026.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search