მოლარე - ბაკურიანი
Indexed description
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. ბაკურიანში.
პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.
Აღნიშნულ Პოზიციაზე Დასაქმების Შემთხვევაში, Თქვენ
- აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს;
- მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
- მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.
სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ქართული-სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 სექტემბერი, 2026.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search