ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი
Indexed description
ძირითადი მოვალეობები:
- Enterprise დონის LAN/WAN ქსელების ადმინისტრირება და განვითარება;
- ქსელური აპარატურის კონფიგურაცია, მართვა და მონიტორინგი;
- ხარვეზების დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა;
- ქსელის წარმადობისა და მაღალმდგრადობის უწყვეტი ოპტიმიზაცია;
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და კონტროლების მხარდაჭერა ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
- ქსელური დიაგრამების და ტექნიკური დოკუმენტაციის პერიოდული განახლება/მომზადება;
- უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში;
- ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სხვადასხვა მწარმოებლის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- Routing, Switching, TCP/IP, VLAN, Trunking, STP, IPSec, SSL, VPN ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქსელური მონიტორინგის სისტემებთან მუშაობა;
- Cisco-ს სერტიფიკატი (CCNA / CCNP) ჩაითვლება უპირატესობად;
- პრობლემის ანალიტიკურად გადაჭრის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- მუშაობის მოქნილი გრაფიკი;
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- [email protected]. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search