უმცროსი ანალიტიკოსი - მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სექტორი
Indexed description
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სექტორში გვაქვს აქტიური ვაკანსია უმცროსი კორპორატიული ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა
- მიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს;
- გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს;
- მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს;
- შეაფასებ პროექტების რისკიანობას;
- დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნული პროექტში სწორად ასახვას;
- საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს;
- წარმართავ სესხის გაცემის პროცესს;
- არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან.
- რეგურალურად დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის;
- გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას;
- მართავ ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისებას;
- მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად);
- ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინუმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსების ცოდნა;
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა;
- MS Office-ს პროგრმაბის მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel/Word/PowerPoint);
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search