მძღოლი-ინკასატორი
Indexed description
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
- ობიექტებს შორის, ნაღდიფულისა და სხვა ფასეულობების ინკასირება და დაცვა;
- ბანკომატებისა და ფულის მიმღები აპარატების ინკასირება;
- ჩვენ გთავაზობთ უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამის საკასო ცენტრს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საკასო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის მაღალი დონის საყოფაცხოვრებო სივრცეებით, დასასვენებელი ზონებითა და საშხაპეებით.
- მაღალი ხარისხის ეკიპირება;
- ინკასაციის პროცესებისთვის მორგებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მანქანები, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.
- B - C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა;
- შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
- პოზიციისათვის შესაბამისი ფიზიკური მომზადება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხიმგებლობის განცდა
- დისციპლინის დაცვა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Create a free Caio profile to unlock more results and save your role and location preferences.
Unlock free search